ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

საგანი გეოგრაფია

დღეს მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი(კომპლექსური დავალება) გეოგრაფიაში.
✅მასწავლებელი:ნინო ფაჩუაშვილი.
✅სამიზნე ცნება:,,მოსახლეობა და მეურნეობა"
✅საკითხი: ჭიათურის მანგანუმის SWOT ანალიზი.
✅ბავშვებმა მოირგეს მსხვილი ინვესტორის ეკონომიკური მრჩევლის როლი და შეაფასეს მანგანუმის საბადოს ეკონომიკური რისკები და წარმოადგინეს SWOT ანალიზის სახით,ასევე გაითვალისწინეს შემდეგი საკვანძო საკითხები:ჭიათურის მანგანუმის საწარმოს სამომავლო პერსპექტივები:
✅ჭიათურის ბუნებრივი პირობები--ადგილობრივი მოსახლეობა-მეურნეობა-ყრთიერთკავშირი.✅ადგილობრივი მოსახლეობის მაჩვენებლების ცვალებადობოს მიზეზები და შედეგები.მადლობა საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილისთვის.საგანი გეოგრაფია

სკოლა XXI საუკუნე

✅ შპს სკოლა XXI საუკუნის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული მასწვლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილ საგნობრივ ტრენინგებში.
✅სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო გვენეტაძე უშუალოდ მონაწილეობდა საგნობრივ ტრენინგში უფროსი მასწავლებლებისათვის კარიერული და პროფესიული წინსვლის მიზნით . ✅ტრენინგზე განიხილეს საბაზო და საშუალო საფეხურების თემატური რგოლი , ლიტერატურული მიმდინარეობები , წარმომადგენლების შემოქმედება , მახასიათებლები , პარალელები მსოფლიო ლიტერატურაში , ხელოვნებასა და ფერწერაში .
✅ტრენინგის მიზანი იყო თემატური კავშირი ესგ-ის მოთხოვნებთან , სამიზნე ცნებების გამოკვეთა , დამუშავება თემატურ კონტექსტში ( ცნება- მიზანი -თემა - საშუალება ) ტაქსონომიურად საფეხურის შედეგის თანასწორი ერთეულების გამოკვეთა , როგორ მოვარგოთ კომპლექსურ დავალებებს.
✅ტრენინგზე მიწოდებული ინფორმაცია და შეძენილი უნარ -ჩვევები იძლევა იმის საშუალებას,რომ მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში და დაეხმაროს პროფესიულ საქმიანობაში .
სკოლა XXI საუკუნე
სკოლა XXI საუკუნე

ღია გაკვეთილი

✅მე-8 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში
✅თემა:საყრდენ -მამოძრავენელი სისტემა
მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ძვლების ამოცნობა,ფუნქციები და გამოიყენონ მათი ცოდნა პირველადი მოტეხილობების დროს დასახმარებლად
✅პედაგოგი თამარ გვასალია
გაკვეთილი ჩატარდა ძალიან პოზიტიურად და სახალისოდ.
მოსწავლეებმა პლასტელინთ ააგეს ჩონჩხის მოდელი გააცნეს ერთმანეთს და აუდიტორიას თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ პირველადი დახმარება სხვადასხვა მოტეხილობების დროს.
ღია გაკვეთილი

საგანი ისტორია

✅საგანი:ისტორია
✅კლასი: IX
✅მასწავლებელი:ქ.ლომიძე
✅გაკვეთილის თემა: რატომ დაინტერესდნენ XVII საუკუნეში ევროპელები საქართველოთი.
✅გაკვეთილის მიზანი იყო ისლამურ სამყაროსა და კათოლიკურ ევროპასთან შორის რელიგიური დაპირისპირების მიზეზების ამოცნობა,სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები როგორ აისახა საქართველოზე . მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში , მათ ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები ,თუ რაში სჭირდებოდა მისიონრებს საქართველოს დაწვრილებით აღწერა , რა სარგებლობის მოტანა შეეძლო სამომავლოდ საქართვლოს კათოლიკური სამყაროსათვის,რა მნიშვნელობა აქვს კათოლიკე მისიონრების ჩანაწერებს საქართველოს ისტორიის შესასწავლად , რაში სჭირდებოდათ ,,პროპაგანდა ფიდეში“ საქართველოს დაწვრილებით აღწერა.
რატომ იყო ვახტანგ V დაინტერესებული ევროპელების საქართველოში ყოფნით. რამდენად იცნოდნენ ქართველი მეფე-მთავრები საერთაშორისო ვითარებას .
საგანი ისტორია

საგანი გეოგრაფია

✅დღეს საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა გეოგრაფიაში.
✅კლასი VII
✅მასწავლებელი: ნინო ფაჩუაშვილი
✅გაკვეთილის თემა : დედამიწის მოძრაობა და სასაათო სარტყლები.
✅მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართიული საგაკვეთილო პროცესში . იმსჯელეს როგორ თბება და ნათდება დედამიწა? რამდენი სითბური სარტყელია დედამიწაზე? სად გადის საზღვრები? რატომ ცხელა ეკვატორთან ? რატომ იცვლება დედამიწაზე სეზონები და რატომაა დედამიწის სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სეზონი ? როგორ ჩამოყალიბდა დედამიწაზე სასაათო სარტყლები. როგორი განსხვავებაა ქვეყნებს შორის დროების მიხედით. თითოეული მოსწავლე ყურადღებით ისმენს თანაკლასელის პასუხს, აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
არანაკლებ საინტერესო იყო ახალი თემა: ორიენტირება და აზიმუტი. განსაზღვრეს რა არის ჰორიზონტი და ჰორიზონტის ხაზი. როგორაა მოწყობილი კომპასი და აზიმუტი. ბავშვებმა განსაზღვრეს აზიმუტის მნიშვნელობა, როგორ იქმნება ის, რისთვის და ვისთვის არის აუცილებელი აზიმუტით სარგებლობა.საგანი გეოგრაფია

შ.პ.ს სკოლა XXI საუკუნე


შ.პ.ს სკოლა XXI საუკუნე
✅ ქ.ქუთაისის შპს სკოლა XXI საუკუნეში სწავლა-სწავლება მიმდინარეობს დასწრებული რეჟიმით , რეგულაციების სრული დაცვით.
✅შემუშავებულია პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა. პერსონალისა და მოსწავლეთათვის ცნობილია ზოგადირეკომენდაციები, სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესები.
✅მოსწავლეებმა იციან საკუთარი ვალდებულებები (ჰიგიენის წესები).მშობელთათვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის ცნობილია ვალდებულებები.
✅სკოლა უზრუნველყოფილია საკმარისი რაოდენობის სათანადო ინვენტარით. განთავსებულია პრევენციული ღონისძიებების განაცხადები, დეზობარიერი სათანადო ნიშნებით.სკოლას აქვს ჟურნალი, რომელშიც აღირიცხება სკოლაში შემომსვლელ ვიზიტორთა შესახებ ინფორმაცია .
✅შემოსასვლელთან ხორციელდება თერმოსკრინინგი ნებისმიერ შემომსველ პირთათვის. მოწყობილია მოსაცდელი სივრცე - ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაციით . სკოლის შესასვლელშივე( და არა მხოლოდ) განთავსებულია ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ანტისეპტიკური საშუალებები.
✅ნებისმიერი პირის შესვლა სკოლაში სავალდებულოა პირბადით, სკოლა უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით.სკოლაში სწავლება ფუნქციონირებს ერთი ცვლით, გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი. სასკოლო სივრცე ყოველი სასწავლო დღის შემდეგ მუშავდება სველი წესით .
შ.პ.ს სკოლა XXI საუკუნე
შ.პ.ს სკოლა XXI საუკუნე

შპს სკოლა XXI საუკუნე

⭕ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შპს სკოლა XXI საუკუნე
2021 - 2022 სასწავლო წლიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს თავაზობს ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებას შეღავათიან ფასებში.
✅დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ :

📞: 558-148-188

შპს სკოლა XXI საუკუნე

კლასი IX

✅კლასი: IX
✅საგანი: ისტორია
✅მასწავლებელი: ქეთევან ლომიძე
✅თემა: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918-1921 წლები.
✅მოსწავლეებმა მოამზადეს თემა 26 მაისთან დაკავშირებით, გაიხსენეს ჩვენი გმირი წინაპრები, რითაც პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ისაუბრეს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე რომელმაც არასრული სამი წელი იარსება და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსთვის ფასდაუდებელი და სიამაყის საგანია.ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის იმპერიის ყოფილ პერიფერიაზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით; მიიღო კონსტიტუცია; დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუბი; შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს; შექმნა მრავალპარტიულ სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი; ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა.

✅26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება; იუნკერთა გმირობა და 1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის თბილისში შემოსვლა-ეს ის ფაქტებია რომლებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა იცოდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა თემის მომზადების პროცესში.

კლასი IX

26 მაისი

✅ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს 26 მაისის- საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში .
✅ მათ მოიძიეს ინფორმაციები 26 მაისის ისტორიის შესახებ, წარმოადგინეს პრეზენტაციები , 1918 წლის 26 მაისის ღირებულებაზე ,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე, ნოე ჟორდანიას ღვაწლზე, 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციასა და ანექსიაზე. გაანალიზეს 1989 წლის 9 აპრილის ეროვნული მოძრაობის პიკი , მისი შედეგები . ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ლიდერობით ჩატარებულ რეფერენდუმზე, ქართველი ხალხის ჩართულობის პროცესზე , რომ მოსახლეობის 98,9% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა . 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს საქართველოს 1-ლი პრეზიდენტი --- ზვიად გამსახურდია. დღეს ქართველი ხალხი თავისუფალია და დამოუკიდებელი..

26 მაისი

პერსონალი

✅ სკოლა XXI საუკუნეში რეგულარულად იკრიბებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილი კათედრის წევრები.
✅ისინი ეცნობიან სიახლეებს, სწავლა-სწავლების სტრატეგიებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რათა საგაკვეთილო პროცესი იყოს შინაარსიანი, კითხვები და განმარტებები ცხადი, სავარჯიშოები მრავალფეროვანი .

✅მათ განიხილეს საგნობრივი პროგრამების ათვისების ხარისხი.მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, ზრუნავენ საკუთარ თუ კათედრის წევრთა პროფესიულ განვითარებაზე.

პერსონალი

. dle .
ToP სიახლე