ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

ღია გაკვეთილი

✅ღია გაკვეთილი
✅საგანი გეოგრაფია
✅IX კლასი
✅მასწავლებელი:ნინო ფაჩუშვილი ,
✅გაკვეთილის თემა ,,კახეთი" მასწავლებელმა გამოკვეთა მიზანი ,თემა და სტრატეგიები მიზანთან შესაბამისობაში , ყველა მოსწავლე ჩართო საგაკვეთილო პროცესში . მოსწავლეებმა გამოავლინეს მრავალმხრივი ცოდნა რეგიონის შესახებ , კერძოდ , იციან კახეთის მდებარეობა, ადმინისტრაციული ერთეულები, შიდა კახეთის, გარე კახეთისა და ქიზიყის რაიონები , მოსახლეობის სიმჭიდროვე .იციან ,რომელი ქვეყნები და საქართველოს მხარეები ესაზღვრება კახეთს. როგორია რელიეფური მახასიათებელი, ჰავა, კლიმატი, რომელი ქედები და მწვერვალებია კახეთში, მდინარეები , ისაუბრეს მათ საირიგაციო მნიშვნელობაზე , ლანდშაფტზე, რეგიონში გავრცელებული სტიქიური მოვლენების შესახებ. ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ ისაუბრეს კვების მრეწველობის მნიშვნელობაზე , მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარმოებზე და მათ მნიშვნელობაზე, სოფლის მეურნეობის მთავარ დარგებზე . იციან რეგიონის ღირსშესანიშნაობები , ნაკრძალი , კურორტი და სხვ. მასწავლებელმა საშუალება მისცა ბავშვებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, ინტერესები , გამოიყენეს რუკები , ილუსტრაციები ... მადლობა მოსწავლეებსა და მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილისათვის .

ღია გაკვეთილი