ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

26 მაისი

✅ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს 26 მაისის- საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში .
✅ მათ მოიძიეს ინფორმაციები 26 მაისის ისტორიის შესახებ, წარმოადგინეს პრეზენტაციები , 1918 წლის 26 მაისის ღირებულებაზე ,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე, ნოე ჟორდანიას ღვაწლზე, 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციასა და ანექსიაზე. გაანალიზეს 1989 წლის 9 აპრილის ეროვნული მოძრაობის პიკი , მისი შედეგები . ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ლიდერობით ჩატარებულ რეფერენდუმზე, ქართველი ხალხის ჩართულობის პროცესზე , რომ მოსახლეობის 98,9% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა . 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს საქართველოს 1-ლი პრეზიდენტი --- ზვიად გამსახურდია. დღეს ქართველი ხალხი თავისუფალია და დამოუკიდებელი..

26 მაისი