ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

კლასი IX

✅კლასი: IX
✅საგანი: ისტორია
✅მასწავლებელი: ქეთევან ლომიძე
✅თემა: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918-1921 წლები.
✅მოსწავლეებმა მოამზადეს თემა 26 მაისთან დაკავშირებით, გაიხსენეს ჩვენი გმირი წინაპრები, რითაც პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ისაუბრეს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე რომელმაც არასრული სამი წელი იარსება და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსთვის ფასდაუდებელი და სიამაყის საგანია.ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის იმპერიის ყოფილ პერიფერიაზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით; მიიღო კონსტიტუცია; დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუბი; შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს; შექმნა მრავალპარტიულ სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი; ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა.

✅26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება; იუნკერთა გმირობა და 1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის თბილისში შემოსვლა-ეს ის ფაქტებია რომლებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა იცოდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა თემის მომზადების პროცესში.

კლასი IX