ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

საგანი გეოგრაფია

✅დღეს საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა გეოგრაფიაში.
✅კლასი VII
✅მასწავლებელი: ნინო ფაჩუაშვილი
✅გაკვეთილის თემა : დედამიწის მოძრაობა და სასაათო სარტყლები.
✅მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართიული საგაკვეთილო პროცესში . იმსჯელეს როგორ თბება და ნათდება დედამიწა? რამდენი სითბური სარტყელია დედამიწაზე? სად გადის საზღვრები? რატომ ცხელა ეკვატორთან ? რატომ იცვლება დედამიწაზე სეზონები და რატომაა დედამიწის სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სეზონი ? როგორ ჩამოყალიბდა დედამიწაზე სასაათო სარტყლები. როგორი განსხვავებაა ქვეყნებს შორის დროების მიხედით. თითოეული მოსწავლე ყურადღებით ისმენს თანაკლასელის პასუხს, აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
არანაკლებ საინტერესო იყო ახალი თემა: ორიენტირება და აზიმუტი. განსაზღვრეს რა არის ჰორიზონტი და ჰორიზონტის ხაზი. როგორაა მოწყობილი კომპასი და აზიმუტი. ბავშვებმა განსაზღვრეს აზიმუტის მნიშვნელობა, როგორ იქმნება ის, რისთვის და ვისთვის არის აუცილებელი აზიმუტით სარგებლობა.საგანი გეოგრაფია