Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/rss.class.php on line 51 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/modules/show.full.php on line 308 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/templates.class.php on line 77 ღონისძიება » შპს სკოლა XXI საუკუნე
ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

ღონისძიება

ღონისძიება
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომამ“ ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,თანასწორთა განათლება“,რომელშიდაც აქტიურად ვიყავით ჩართული ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლე
1)როდონაია მარი
2)თეონა ყურაშვილი
3)ჯანელიძე ზურა
4)რობაქიძე ბექა
გავეცანით ვინ უნდა ყოფილიყვნენ თანასწორთა განმანათლებლები. რა უპირატესობანი და ნაკლოვანებები აქვს თანასწორთა განათლებას.
არ არის გასაკვირი,რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით დიდ ინფორმაციას იღებენ თანასწორებისაგან მგრძნობიარე და ტაბუირებული თემების ირგვლივ. ამიტომ , თანასწორთა განათლება წარმოადგენს გზას ადამიანების პასუხისმგებლობის გაზრდისას.
უკანასკნელ დროს თანასწორთა განათლება აქტიურად გამოიყენება მთელ მსოფლიოში აივ/შიდსი პრევენციისათვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამებში.
გავეცანით რა სირთულეები ხვდებათ თანასწორთა განმანათლებლებს და რამდენად შესაძლებელია ამ სირთულეების გადალახვა....რა არის იმუნური სისტემა , აივ_ი(ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და შიდსი(შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი)? რაში მდგომარეობს იმუნური სისტემის ფუნქცია? რა იწვევს იმუნური სისტემის დაკნინებას, უკმარისობას? რა გზით გადაეცემა აივ ინფექცია? როგორია ინფექციის მიმდინარეობა და ნიშნები. როგორ დავიცვათ თავი აივ ინფექციისაგან?
განვიხილეთ თეორიული ნაწილი ,,სტიგმა და დისკრიმინაცია“, გავეცანით რატომ არის აივ/შიდსი სტიგმატიზირებული? თეორიულად განვიხილეთ სგგი(სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) როგორია მისი გადაცემის გზები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს? როგორია მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა. რა არის გენდერი? როგორია განსხვავება სქესსა და გენდერს შორის.
გავეცანით ტრენერის პოზიციას , სტილს, ჯგუფის წევრების პოზიციებს(როლებს), ჯგუფთან მუშაობის მეთოდებსა და ხერხებს, ფასილიტაციას.შევავსეთ ფასილიტაციის კითხვარები წყვილებში და განვიხილეთ.
განვიხილეთ ანიმაციური ფილმი ,,The impossible dream“ . ტრენინგების დასრულების შემდეგ გადმოგვცეს სერტიფიკატები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრენინგები ხანმოკლე იყო, წარუშლელი შთაბეჯდილება დატოვა ჩემზე . მივიღე ძალიან სასარგებლო ინფორმაციები, რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ვაცნობდი ჩემს მეგობრებსა და ამხანაგებს. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი. ვსწავლობთ ერთად, ერთად ვაკეთებთ საქმეს, ვახერხებთ თავისუფალი დროის გონივრულად განაწილებას, გვაქვს ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან. უფრო საინტერესო გახდა სასკოლო ცხოვრება.

მარიამ როდონაია
X კლასის მოსწავლე


ToP სიახლე
გამოკითხვა
რითი სარგებლობთ ჩვენს საიტზე?
ინფორმაციით
ჩვენი facebook-ით
ელ ჟურნალით
ალბომით