Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/rss.class.php on line 51 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/modules/show.full.php on line 308 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/skolaxxi/public_html/engine/classes/templates.class.php on line 77 ახალგაზრდული პარლამენტის არჩევნები » შპს სკოლა XXI საუკუნე
ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

ახალგაზრდული პარლამენტის არჩევნები

2011 წლის მარტის თვეში შ.პ.ს. სკოლა „XXI საუკუნეში“ ჩატარდა ახალგაზრდული პარლამენტის არჩევნები. სკოლაში შეირჩა ოთხი კანდიდატი: გიორგი სვანიძე, დოდო ჯუღელი,ხატია პაპავა და მარიამ როდონაია. არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის უფროსკლასელები. ხმათა უმრავლესობით დეპუტატად არჩეული იქნა მე-11 კლასის მოსწავლე ხატია პაპავა.
ხატია პაპავა აქტიურად ჩაება ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში. სხდომები ტარდებოდა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სხდომათა დარბაზში.ხატია მონაწილეობას იღებდდა პარლამენტის მიერ დაგეგმილ ღონიებებში.
ქ.ქუთაის ახალგაზრდული პარლამენტისა და აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით 14 აპრილს აღინიშნა იაპონიის სოლიდარობის დღე, რომელსაც ესწრებოდა იაპონიის ელჩის მეუღლე. მოსწავლეები დაქსაქსულნი იყვნენ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ტრანსფარანტებითა და პლაკატებით.ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულ და დაზარალებულ ადამიანებს ბავშვები თანაგრძნობას უცხადებდნენ. ასეთი შემთხვევისაგან დაცული ალბათ არავინაა მაგრამ ადამიანთა გვერდით დგომა გარკვეულწილად ამსუბუქებს ტკივილს.
26 მაისს გორის პარკში ჩატარდა დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ახალგაზრდული პარლამენტის წევრები. მათ გაიხსენეს საქართველოს წარსული, საკუთარი მოსაზრებები ჩამოაყალიბეს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი, რა შეიძლება გაკეტდეს რომ ახალგაზრდა თაობამ დამოუკიდებელ, გაბრწყინებულ საქართველოში შეძლოს ცხოვრება.
1 ივნისს გორის პარკში ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქცია-კონცერტი. ხატია პაპავამ პარლამენტის დავალებით შეკრიბა ჩვენი სკოლის უფროსკლასელები რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში.
ToP სიახლე
გამოკითხვა
რითი სარგებლობთ ჩვენს საიტზე?
ინფორმაციით
ჩვენი facebook-ით
ელ ჟურნალით
ალბომით