ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

კლასი IX

✅კლასი:მე-9.
✅საგანი:ისტორია-გეოგრაფია.
✅მასწავლებლები: ქეთევან ლომიძე,ნინო ფაჩუაშვილი.
✅დამრიგებელი:ხათუნა ქუქალია.
✅ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი:ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.
✅ამ გაკვეთილის საშუალებით ბავშვებმა მოინახულეს ის ადგილი,რომელსაც მე-18-ე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი ,,საჩინოს" ანუ გამორჩეულ ადგილს ეძახდა.ბავშვებმა მოისმინეს ისტორიები არგონავტების ლაშქრობაზე,მედეაზე,თვითონ კოლხებზე და კოლხეთზე-საქართველოზე რომელიც თავიდანვე იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ამავე დროს ინდივიდუალური კულტურის ნაწილი.
✅ბავშვებმა თავიანთი თვალით ნახეს ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტები და მათ თვალწინ გაცოცხლდა ყველაფერი რაზეც მათ მხოლოდ თეორიული წარმოდგენა ჰქონდათ.ასევე მოინახულეს ახლედიანის გორა,რომელზეც 1876 წელს გაზეთ ,,დროებაში" წერილიც კი გამოქვეყნებულა: ,,ისე წვიმა არ მოვა,რომ ახვლედიანის კარებთან არ ჩამოიტანოს ნიაღვარმა ხან ოქროს ძეწკვი,ხან ბეჭდები,ხან რა და რა ბივთეულები".დღესაც წვიმიანი დღე იყო,მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიმართლა და და არ ჩამოუტანია ნიაღვარს ოქროს სამკაულები💜დიდი მადლობა თითოეულ მათგანს,რომელიც ამ დღეს ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში.[right][/right]
PSX-20220503-092149