XI კლასი
- 13-05-2022, 18:06
- 0
- 102

✅შპს სკოლა XXI საუკუნის XI კლასელებისა და პედაგოგების ვიზიტი სამკერვალო კომპანია ,,იმერში“
✅სკოლის უპირველესი მიზანია მოსწავლეთათვის სიღრმისეული გსნათლების მიცემა და ამავდრიულად საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა , რათა გაეცნონ ამა თუ იმ პროფესიის არსს, ფუნქცია-დანიშნულებას , იქ დასაქმებული ადამიანების მუშაობის სპეციფიკას .
✅საგანმანათლებლო პროფორიენტაციის პროექტი ,, აირჩიე პროფესია“ ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის განსხვავებული და მოთხოვნადი პროფესიების უკეთ გაცნობას. ამ მიზნით კლასის დამრიგებელმა ხატია ახალაძემ დაგეგმა პროფორიენტაციის გაკვეთილი და ნ. გვენეტაძესთან ერთად მოაწყო სასკოლო-საგანმანათლებლო ვიზიტი სამკერვალო კომპანია ,,იმერში“
✅კომპანიის სოციალური სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ დეისაძემ მოსწავლეებს დაათვალიერებინა და გააცნო კომპანიის მუშაობის სპეციფიკა , სტრუქტურა , პროფესიული მახასიათებლები, ტექნოლოგიები , კონსტრუქტორთა , მექანიკოსთა და სხვ. საქმიანობების ფუნქციები . კომპანიის გამოწვევები მარკეტინგულ სფეროში , უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება , სამკერვალო საქმიანობის სპეციფიკურობა, კომპანიის საჭიროებები . სამწუხაროა , რომ სპეციალისტებისა და მუშახელის ნაკლებობაა .
✅მოსწავლეებმა დაათვალიერეს კომპანიის ეზო-გარემო , სამკერვალო დარბაზები , დაზგა-დანადგარები , სათარგო , საპროექტო, სამკერვალო სექციები , მოინახულეს მზა ტანსაცმლის საწყობი და საექსპორტოდ დატვირთვის პროცესი.