ბიბლიოთეკა
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი

ხელოვნება

,,ხელოვნება ადამიანისთვის ისეთივე მოთხოვნილების საგანია , როგორც ჭამა და სმა , სილამაზისა და ხელოვნების მოთხოვნილება მისი ხორცშემსხმელია და განუყრელია ადამიანისაგან , რომლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია “ დოსტოევსკის ეს სიტყვები რეალობად აღიქმება ჩვენი სკოლის XI კლასელი მოსწავლის ნუცა ხუჯაძის შემოქმედებას რომ უყურებ . ნუცა ქ.ქუთაისის მოზარდ-მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის ,,მარჯანიშვილების“ გუნდის წევრია . მან ითამაშა ნ.დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,, მონატრებიდან მარადისობამდე ..." ,, ჰელადოსის“ პერსონაჟის , დეიდა ნინას როლი . შთამბეჭდავია ნუცას ,, გარდასახვა “ . ნუცას მიზანია თეატრალური ფაკულტეტის სტუდენტი გახდეს . ჩვენ გვჯერა მისი ოცნება რეალობად იქცევა , წარმატებებს ვუსურვებთ ნუცას ,, ...ხელოვნება უნდა იყოს აღზრდის საშუალება , ხოლო მისი მიზანი -- სიამოვნება“ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი აღსაზრდელებით!

PSX-20220603-220455